понедельник, 17 ноября 2014 г.

რომანტიზმი-ბაირონი





 რომანტიზმი მიმდინარეობა ხელოვნებასა და ლიტერატურაში, აღმოცენდა XVIII საუკუნეში.
ლიტერატურაში რომანტიკოსებმა ახალი კონცეფცია შემოიტანეს. გაათავისუფლეს იგი ნორმებისა და შეზღუდვებისგან. უპირატესობა შთაგონებას მიანიჭეს. რომანტიკოსი მწერლის მიზანია არა რეალობის ზუსტი ასახვა არამედ მის მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, საკუთარი იდეალური სამყაროს შექმნა და მისი მეშვებით საკუთარი იდეალის მიტანა მკითხველამდე. რომანტიკოსებთან დიდ მნიშვნელობას იძენს ისტორია, წარსული და, შესაბამისად, ლოკალური ფერი. ხშირად ლოკალური ფერი რეალობიდან გაქცევის საშუალებაცაა, რაც ხორციელდება მოგზაურობაში, სიზმარსა ან ოცნებაში. რომანტიკოსებმა სიახლე შეიტანეს თითქმის ყველალიტერატურულ ჟანრში.
  რომანტიკული მხატვრობა სახიათდება დრამატიზაციისასდმი ინტერესით, მძაფრი სცენების გამოხატვით. არქიტექტურაში რომანტიზმი აკადემიზმის სიმშრალესა და სიცივეს უპირისპირდება. იწყება შუასაუკუნეების გოთურიხელოვნებისადმი მიბრუნება. რომანტიკოსთა აზრით არქიტექტურული ნაწარმოები არის ერთიანი ორგანიზმი, რომელიც უნდა მოერგოს დროს, ადგილებს, ჩვეულებებს, საჭიროებებს.
 რომანტიკული მუსიკის მთავარი მახასიათებელი სტილისტური ინდივიდუალობაა. რომანტიკული მუსიკის მიზანია მსმენელში ემოციის, მღელვარების გამოწვევა. კლავესინის ფორტეპიანოთი შეცვლა საშუალებას იძლევა მუსიკა უფრო დინამიური და კონტრასტული გახდეს. ორკესტრაციაც უფრო დახვეწილი ხდება. რომანტიკოსთა მიერ შემოტანილი ხმოვანება მეტად შთამბეჭდავი და მდიდარია . მუსიკალური ჟანრებიდან ამ პერიოდში ყველაზე პრესტიჟული სიმფონიაა, რომლის განვითარებაშიც განსაკუთრებული როლი ბეთჰოვენმა შეასრულა.
hjfdgfghhhf


  ბაირონი
აიბადა გაღარიბებული დიდგვაროვანი არისტოკრატის ოჯახში. სწავლობდა ჰაროუს არისტოკრატიულ სკოლაში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ბაირონის ლექსების პირველი კრებულიმოცალეობის საათები 1807გამოვიდა. სატირაში ინგლისელი ბარდები და შოტლანდიელი მიმომხილველნი“ (1809) დაგმო ინგლისის რომანტიკოსთა რეაქციული ტენდენციები. 1811 გამოაქვეყნა პოემაჩაილდ ჰაროლდის მოგზაურობისპირველი ორი ქება. ამავე პერიოდს განეკუთვნება ბაირონის ხანმოკლე, მაგრამ პროგრესიული საპარლამენტო მოღვაწეობა. 1812-1814 წლების ლირიკაში ვლინდება ავტორის სიძულვილი ლონდონის არისტოკტატიული წრეებისადმი; ინგლისის მაღალ საზოგადოებასთან ადრევე დაწყებული კონფლიქტი 1815-1816 ოჯახური დრამითაც გართულდა. ბაირონი შვეიცარიაში წავიდა, სადაც დაუმეგობრდა თანამემამულე პოეტს .. შელის. 1817-იდან იტალიაში გადავიდა და 1820-1821 უშუალოდ მონაწილეობდა იტალიელი ხალხის ბრძოლაში ავსტრიელთა ბატონობის წინააღმდეგ. 1823 ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა საბერძნეთში, სადაც მალე ავად გახდა და გარდაიცვალა.


ბაირონის შემოქმედება 
ბაირონს დიდი პოპულარობა მოუტანა „ჩაილ ჰაროლდის“ პოემამ.
 ბაირონის ტრაგიკულმა მსოფლაღქმამ მეტი სიღრმით იჩინა თავი 1813-1816 შექმნილი აღმოსავლური პოემების ციკლში („გიაური“, „აბიდოსელი სარძლო“, „კორსარი“, „ლარა“, „კორინთის ალყა“, „პარიზინა“). ამ ტიპური რომანტიკული პოემების გმირები განასახიერებენ აბსტრაქტულ პროტესტს ისტორიის სინამდვილის მიმართ. ისინი ჩვეულებრივ ყაჩაღები, მეკობრენი, საზოგადოებას მოკვეთილი ადამიანები არიან - ძლიერნი, ამაყნი, და დასაღუპავად განწირულნი. პოემების სიუჟეტი ეგზოტიკური აღმოსავლეთის ფონზე ვითარდება.დრამატულია ბაირონის ლექსების ციკლიცებრაული მელოდიები“ (1814-1815), რომლებშიც სამშობლოს დაკარგვის ტკივილთან ერთად გამოხატულია ადამიანის ძალისა და გამარჯვების რწმენა. შვეიცარიაში დაწერილ ლექსებსა და პოემებში ასახულია ბაირონის შინაგანი წინააღმდეგობრივი განწყობილებანი - უიმედობა და, ამავე დროს, თავისუფლებისათვის ბრძოლის წყურვილი; წინააღმდეგობრივია აგრეთვე ფილოსოფიური-დრამატული პოემამანფრედი“ (1817), რომლის გმირი უკიდურესი ინდივიდუალისტია, განდგომილი, სარწმუნოების, ძალაუფლებისა და დიდების უარმქოფელი; ამასთანავე მას სწამს ადამიანური აზრის ძალა, რომელიც იმორჩილებს ბუნების სულებს. ეს პოემა ფაუსტური იდეის რომანტიკული ინტერპრეტაციაა. ასეთივე სულისკვეთებისაა მისტერიაკაენი“.
ამრიგად, ბაირონი რომანტიუზმის უდიდესი წარმომადგენელია და, ამასთან, მხატვრული სიტყვის დიდი ოსტატი და ნოვატორი. XIX საუკუნის მრავალი ქვეყნის ლიტერატურაში ბაირონის პოეზიამ წარმოშვა თავისებური მიმდინარეობა, რომელსაცბაირონიზმი ეწოდა.
  ბაირონის თარგმნა საქართველოში XIX საუკუნიდან დაიწყო, მის პირველ ქართველ მთარგმნელთა შორის იყვნენ . ჭავჭავაძე და . წერეთელი.
  

ბაირონი და ქართველი გოგონა თირზა-ტრაგიკული სიყვარული

 მართლაც სხვანაირი, საოცრად მგრძნობიარე სულის მქონე იყოსწორედ ის პოეტია,რომლის ყოველ ლექსს თავისი ისტორია აქვს, თითოეული სტრიქონი მთელი გულით, დიდი გრძნობით და მოზღვავებული შთაბეჭდილებით იქმნდებოდა. იმდენად ბუმბერაზია მისი პიროვნება, თითქმის ყველა ლექსის დაწერის ისტორიაა ცნობილი, მაგრამ თითქმის 2 საუკუნის მანძილზე მკვლევართა ძიება უშედეგო იყო, ვერვის ეპოვნა პროტოტიპი ლექსების ციკლისა, რომელიც ეძღვნებოდა ვინმე თირზასორი ასწლეულის შემდეგ, 1995 წელს ამ საიდუმლოს ფარდა ქართველმა ბაირონოლოგმა, პროფესორმა ინესა მერაბიშვილმა ახადა და თქვა, თირზა ქართველი  ყოფილა! ქალბატონმა ინესამ ლონდონში, ბრიტანეთის მუზეუმის ბიბლიოთეკაში მიაკვლია  უცნობი  ავტორის მიერ 1825 წელს გამოცემულ ბირონის ბიოგრაფიას, რომლის მე-3 ტომში, მთელ 11 გევრდზე აღწერილია დიდი პოეტის ცხოვრების ერთი ტრაგიკული ფრაგმენტი
ტრაგიკული ამბავი 1809-1810 წლებში დაიწყო, როცა ბაირონი მცირე აზიაში მოგზაურობდა. ალექსანდრიაში ის  შესწრებია საქართველოდან და ჩერქეზეთიდან ტყვე ქალების საჯარო გაყიდვას, ახალგაზრდა რაინდის ყურადღება მიუპყრია განწირულ გოდებას. ერთი გოგონა აგონიაში ყოფილა და ხმამაღლა მოთქვამდა..ის სულ პატარა იყო, 13 წლის.. პოეტი შეუძრავს მის გულსაკლავ მოთქმას, ლინგვა ფრანკაზე დალაპარაკებია და გაუგია ქართველი  ყოფილა,
.ბაირონს მაშინვე  800 პიასტრი გადაუხდია  ვაჭრებისთვის და გაუთავისუფლებია. 22 წლის ლორდი  მასში მხოლოდ ბავშვს ხედავდა და გულწრფელად უნდოდა გაეხარებინა, სათუთად ზრუნავდა მასზე და ყველა ღონე იხმარა  საქართველოში დაებრუნებინა, ირლანდიელ ვაჭარ ფლეტჩერს დიდი ფული გადაუხადა რომ თირზა საქაღთველოში ჩაეყვანა,მაგრამ  ის მოღალატე და გაიძვერა აღმოჩნდა, პატარა გოგონა თავის ხასად აქცია და ძვირფასეულობაც მიუთვისებია. ბაირონმა მოახერხა და გოგონა კვლავ გაათავისუფლა, მაგრამ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შერყეულიყო,საოცარი ყოფილა თირზასა და ბაირონის შეხვედრა. 
მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესებულა, კუნძულ კრეტაზე წაუყვანიათ, ეგებ ჰავა მოუხდესო, მაგრამ ეს საბედისწერო აღმოჩენილა, ქალაქ კანდიაში გარდაცვლილა და იქვე ბერძენთა სასაფლაოზე დაუმარხავთპოეტს  მტკივნეულად განუცდია ქლიშვილის სიკვდილი და გულით დაუტირია,ბაირონის დაკვეთით საფლავზე ქვის ძეგლი დაუდგამთ   და მისი სახელი და თავს დატრიალებული ამბავიც ამოუტვიფრავთ
 მეტად ფაქიზი სულის მქონე და მგრძნობიარე პოეტზე თირზას ტრაგედიას ძლიერ უმოქმედია, სულ განიცდიდა მის სიკვდილს და იმას, რომ ვერ შეძლო გადაერჩინა…  რაღაცნაირი, არამიწიერი, სუფთა და უმწიკვლო დამოკიდებულება ქონია გოგონასთან, მისი ხსოვნა არასოდეს გამქრალა პოეტის გულში. ეს ჩანს  საოცარი სტრიქონებიდან, რომელიც მას მიუძღვნა

თირზას
ვიცი,შენს საფლავს ხსოვნის ნიშნად ქვაც კი არ ადევს,
მინდა სიმართლეს გავუსწორო მზერა თვალებში,
ვაითუ ყველამ დაგივიწყა, არვის ადარდებ,
ასე უდროოდ, ასე მალე რატომ წახვედი..
ცხრა მთის გადაღმა, ცხრა ზღვის გადაღმა მეგულებოდი,
და სიყვარული ჩვენი თურმე იყო ამაო,
შენსკენ მოჰქროდა ერთი ფიქრი _ კვლავ შევხვდებოდით,
თუმც დამსხვრეული იმედები დამრჩა სანაცვლოდ..
როცა სიკვდილი გიმზადებდა მსუბუქ აღსასრულს,
როცა წარსულმა გაიელვა უხმო წამებით,
გულს ვინ ეწადა?თუ ნატრობდი შენგან შორს წასულს?
ვისაც უყვარდი და კვლავ უყვარხარ კვლავ გამალებით..
სხვისთვის თუ იყავ უფრო მეტი ზრუნვის საგანი?
გულს ვის უკლავდი , როცა თვალში შუქი ჩაგიქრა?
ვიდრე სიკვდილის და სიცოცხლის ჰპოვე სამანი..
ხომ ჩუმი სევდით მიზიდავდი წუხილს,საფიქრალს
ბედის ბორბალი დატრიალდა რადგან უკუღმა,
თავად მოწყალე პატიებას შენგან მოვითხოვ,
და თუ ამქვეყნად ჩვენს სიყვარულს ბედმა უმუხთლა,
მჯერა შევხვდებით, როს საუფლო ცათა მომიხმობს… 

 ბაირონის პირად წერილებში ვკითხულობთ, რომ ის განიცდიდა თირზას დაკარგვას, რომელიც მისთვის ძვირფასი იყო:

 ბაირონის პირადი წერიელბი, ჩანაწერები აუქციონზე რეკორდულ ფასად გაიყიდა!

 ბაირონი და რუსეთი 
ბაირონმა ბევრი ტალანტები გაიტაცა: მისი მბაძავი   რუსეთში ბევრნი იყვნენ.  რასაკვირველია, მისი მბაძავი ზო სულ უნიჭო იყ. თითონ პუშკინიც მთელ თავის გენიით ვერ გადურჩა ამ ჭირს; მთელი ერთი პერიოდი პუშკინი ბაირონის გავლენის ქვეშ იყო. ლერმონტოვიც ბაძავდა ბაირონს, მაგარმ ის პუშკინზე მაღლა იდგა. აი ეს უპირატესნი ვარსკვლავები რუსის ლიტერატურისა და, ამათ გარდა, რამდენი სხვა პაწაწკინტელა პოეტები იყვნენ ბაირონის გავლენის ქვეშა!.. ეს საზოგადო ჭირი კაზლოვსაც შეეყარა. მართლა-და კაზლოვი არადროს არ ყოფილა თავისუფალი მწერალი. ის არამც თუ იყო მარტო ბაირონის გავლენის ქვეშა, არამედ ბრმადა ჰბაძავდა, ასე რომ თავის საკუთარს ლექსებში ბაირონის თითქმის სიტყვებს, სურათებსა ჰხმარობდა. კაზლოვის პოემებიდან ჩანს, რომ ის ცდილობდა მისი გმირები ბაირონის მსგავსი გამხდარიყო, მაგრამ სად შეეძლო კაზლოვის პაწაწა ნიჭსა შთაებერნა კაზლოვის გმირებისათვის ის მორჭმული, მოუდრეკელი სული ბაირონის ხასიათებისა! განა მარტო სიბნელე მოთხრობისა, მწუხარება, წყევლა და აი! უი! ოხ! უხ! და ამაზედ უფრო უძლიერესნი შორისდებულნი შეჰქმნიან ბაირონსა? ბაირონის გმირები კაზლოვის ბერისავით არ კნავიან და ჩივიან, რათა ნუგეში სცეს ვინმე; ისინი ისეთ აგებულებისანი არიან, რომ თავის ტანჯვების წვაში, ეჭვის ღრღვნაში, თავის სულის წყურვილში ჰხედვენ უკვდავების ღირსს ცხოვრებასა, ისინი არ შეეკედლებიან მონასტრის კედლებსა მოსასვენებლად, იმათ სულ მოძრაობა უნდათ; ისინი არ მირბიან გულის გაუთავებელ წყულულთა მოსარჩენად კაცთან, არამედ თავიანთთავე გულის სიღრმეში და სულის უკვდავებაში ეძებენ სასოწარკვეთილების წამალსა. ბაირონის ნაცვლად, რომელსაცა ცრემლის მაგიერ მდუღარე ტყვია ჰსცვივა თვალთაგან და კალმის მაგიერ ხელთ ეპყრა მეხი, იმ ბაირონის ნაცვლად, კაზლოვი შეიქმნა ერთ კარამზინის სხოლის მტირალ და ღრეჭია .
 

 ბაირონის ბევრის მსწავლელი გამონათქვამები:

ილია მეგრელიძე
ეკა გოგიტაური
თამარ ბილვანიძე
თორნიკე ვაჩეიშვილი
სალონე ხიბაია